Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოს შემოსვლისას 40 წუთი დამაყოვნეს საზღვარზე, დამკითხეს რისთვის მოვდიოდი


უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონახულების შემდეგ მედიასთან ამბობს, რომ მას ჰქონდა პრობლემები საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის თქმით, მას საზღვარზე 40 წუთი განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს აქ ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებით.

„გუშინ არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე უნდა ვთქვა, უბრალოდ ეს არ მითქვამს გუშინ და დღეს დილითაც არ მინდოდა ამის თქმა, რომ არ ყოფილიყო პრობლემა სააკაშვილთან ციხეში შესვლასთან დაკავშირებით - გუშინ 40 წუთის განმავლობაში მე მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი საქართველოში. მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემომიშვეს. როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე მარტივად არის“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ლუდმილა დენისოვა გეგმავს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოში კი შეხვდეს მის ქართველ კოლეგას.

XS
SM
MD
LG