Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს დედაქალაქში კოალიციურ მმართველობას


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ ადგილობრივი ხელისუფლების კოალიციური გუნდის კანდიდატურების წარდგენას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო. შეიცვალოს „ოცნების" რეჟიმი მრავალპარტიული და მრავალფეროვანი და ეფექტური მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით", - მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებენ.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში 30 ოქტომბწეერს გაიმართება.

სააკაშვილი ამჟამად ორ საქმეზეა მსჯავრდებული და მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG