უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა ავღანეთში თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს ვაჭრობის, სასაზღვრო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული დახმარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თალიბანის დელეგაცია, რომელსაც რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, აბდულ სალამ ჰანაფი ხელმძღვანელობს, ჩავიდა სასაზღვრო ქალაქ თემრეზში, 16 ოქტომბერს. უზბეკური მხარის დელეგაციას სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრის მოადგილე, სანდორ უმურზაკოვი, რომელიც ქვეყნის მინისტრია ინფესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის სფეროებში.
გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკების თემები იყო ასევე ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა, სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, საერთაშორისო და სატრანზიტო ტრანსპორტი; ასევე საუბრის თემა იყო ქალაქ თემრეზიდან პაკისტანის ფეშავართან, ავღანეთის მაზარ-ი-შარიფისა და ქუბლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
თალიბანის დელეგაცია იმავე დღეს დაბრუნდა ქაბულში.
შეხვედრა შედგა მაშინ, როცა თალიბები საერთაშორისო დიპლომატიურ აღიარებას ესწრაფვიან და ამასთან სურთ, მოიპოვონ მხარდაჭერა ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. თალიბანი ხელისუფლებაში დაბრუნდა აგვისტოში აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ.
გასულ თვეში უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავქათ მირზიოევმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გააგრძელა ავღანეთისთვის ნავთობისა და ელექტროენერგიის მიწოდება. „შეუძლებელია ავღანეთის იზოლირება და მისი მიტოვება არსებულ პრობლემებთან“, თქვა მირზოევმა.