Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბოლო 24 საათში აიცრა 4 681 ადამიანი


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 16 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 4 681 ადამიანი. სულ, 17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1 911 877 აცრა.

ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-საც ვერ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. განსაკუთრებით შემცირებულია პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. მას შემდეგ, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %. სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.5%.

XS
SM
MD
LG