Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა საქართველოს მიერ გაცემული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა


პრაღა
პრაღა

საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ცნობით, ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა.

„სრულად ვაქცინირებისგან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული, სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს გამოქვეყნებულ ნიმუშს, ვაქცინაცია განხორციელებული უნდა იყოს აღიარებული ვაქცინებით (ევროპის მედიკამენტების სააგენტო, ჯანმო): „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ ან „ჯონსონის“ ვაქცინებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საელჩოში ასევე განმარტავენ, რომ აცრილ პირებს, რომელთა სერტიფიკატი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ პირობებს, შეუძლიათ ჩეხეთში გამგზავრება უვიზო მიმოსვლის პირობებით.

ვაქცინირებულ პირებს, რომელთა სერტიფიკატი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ პირობებს, ასევე შეუძლიათ მიმართონ მოკლევადიანი, გრძელვადიანი და სამუშაო (შენგენის ფარგლებში) ვიზების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატის ასლი უნდა გაიგზავნოს, როგორც დამატებითი დანართი.

XS
SM
MD
LG