Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: „დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა“


საქართველოს საპატრიარქო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმარს ავრცელებს.

„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით. ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში. შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG