Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუმჯობესდა ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის მდგომარეობა


"ბათუმში, შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა", - ამის შესახებ განაცხადა კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ.

„პაციენტის მგომარება მძიმე, მაგრამ სტაბილურია. კარგი ინფორმაცია ისაა, რომ პაციენტი მოიხსნა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს დამოუკიდებლად და შემოდის კონტაქტში, თუმცა დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან დარღვევები, რომლებიც ჰქონდა შემოსვლისას, ყველა აღმოფხვრილი არ არის. სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა. საათში ერთხელ ხდება მონიტორინგი იმ სასიცოცხლო ფუნქციებისა, რომელიც იყო დარღვეული შემოსვლის დროს“, - განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

37 წლის მამაკაცს, რომელმაც ნანგრევებში 11 საათი გაატარა, კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა სხეულის ზოგადი დაჯეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ქვედა კიდურის, კოჭის არეში მოტეხილობა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG