Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მმართველი პარტიის დეპუტატებმა შეაგროვეს ხელმოწერები ვერხოვნა რადის სპიკერის გადასაყენებლად


დმიტრო რაზუმკოვი
დმიტრო რაზუმკოვი

უკრაინის მმართველი პროსაპრეზიდენტო პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა ქალაქ ტრუსკავეცში გამართულ გაფართოებულ სხდომაზე შეაგროვეს ვერხოვნა რადის სპიკერის, დმიტრო რაზუმკოვის, გადასაყენებლად საჭირო 150-ზე მეტი ხელმოწერა.

რაზუმკოვის წინააღმდეგ უკრაინის მმართველი პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია ოლიგარქების კანონპროექტის თაობაზე დაწყებულმა დაპირისპირებამ სპიკერსა და „ხალხის მსახურ“ ფრაქციის ხელმძღვანელ, დავით არახამიას შორის.


ვრეხოვნა რადის 4 ოპოზიციური ფრაქციის თხოვნით დმიტრო რაზუმკოვმა კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნა განსახილველად.

მოგვიანებით რაზუმკოვმა ანტიკორუფციულ ორგანოებს მიმართა თხოვნით, რომ შეემოწმებინათ ინფორმაცია ზოგიერთი დეპუტატისათვის ქრთამის შეთავაზების შესახებ „გარკვეული გადაყენების“ (იგულისხმებოდა თავად სპიკერის თანამდებობიდან გადაყენბა) მხარდასაჭერად.

30 სექტემბერს რაზუმოვმა განაცხადა, რომ „ხალხის მსახურმა“ მოახდინა მისი გადაყენების ინიცირება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რაზუმკოვის „დიდი შეცდომა“ უწოდა „ასეთი დავის საჯაროს სივრცეში, მედიაში“ გადატანას.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დმიტრო რაზუმკოვი ვლადიმირ ზელენსკისა და „ხალხის მსახურის“ პოლიტტექნოლოგი, საპარალმენტო არჩევნების შემდეგ ვერხოვნა რადის სპიკერად აირჩიეს.

XS
SM
MD
LG