Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი კიევისგან პასუხს ითხოვს „გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტის ბლოკირების მცდელობისთვის


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, 28 სექტემბერს უწყებაში დაიბარა უნგრეთში უკრაინის საგანგებო ელჩი, რომელსაც გააცნობს უნგრეთის პრინციპულ პოზიციას რუსული გაზის ტრანსპორტირების შესახებ კომპანია „გაზპრომთან“ 27 სექტემბერს დადებული კონტრაქტის თაობაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის გვერდის ავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას უწოდა „მიუღებელი“ ნაბიჯი , რაც „ძირს უთხრის უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“ და სერიოზულ დარტყმას აყენებს უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებს.

უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივნის, ოლეგ ნიკოლენკოს, თქმით, უკრაინის მხარე ქმედით ზომებს მიმართავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ბუდაპეშტი უკრაინის მიდგომას „უნგრეთის სუვერენიტეტის სერიოზულ ხელყოფას“ უწოდებს.

27 სექტემბერს რუსეთის გიგანტურ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომსა“ და უნგრეთის ენერგეტიკულ ჯგუფ MVM-ს შორის ხელი მოეწერა გრძელვადიან შეთანხმებას, რომლითაც უნგრეთი რუსეთიდან ყოველწლიურად შეიძენს 4,4 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რისთვისაც ორი მარშრუტი იქნება გამოყენებული: 3,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს უნგრეთი სერბეთის, ხოლო 1 მილიარდს ავსტრიის გავლით მიიღებს.

XS
SM
MD
LG