Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე გახარიაზე: „ეს კაცი ყველანაირ ფსკერზეა დაშვებული“


ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია
ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერი და ახლა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მორალურ ფსკერზე დაეშვა.

ასე გამოეხმაურა კობახიძე გიორგი გახარიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

„კეზერაშვილის ტელევიზიაში როდესაც დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ. მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 25 სექტემბერს განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების ნდობა არ გაამართლა“.

მან ასევე თქვა, რომ „ოცნება“ - განაცდა“.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „განაცდა“ თუ არა ბიძინა ივანიშვილიც, გახარიამ უპასუხა, რომ „თუ ის ეთანხმება იმას, რაც დღეს "ოცნებაში" ხდება, ასე გამოდის“.

XS
SM
MD
LG