Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია ტელეეთერით აცხადებს, რომ უარს ამბობს ამნისტიაზე


2021 წლის აპრილი, თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო გადაღებულია მელიას პატიმრობის დროს.
2021 წლის აპრილი, თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო გადაღებულია მელიას პატიმრობის დროს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია სატელევიზიო ეთერით აცხადებს, რომ წინააღმდეგია "ამნისტიის კანონი" მასაც შეეხოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავისის სასამართლო სხდომის პარალელურად განუცხადა.

"არანაირი თანხმობა [არ ექნება] ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან. მე მას მოწყალებას არ ვთხოვ, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც მე არ ჩამიდენია... ეს საპროცესო გარიგება უფრო არის... ჩემ გამო ჩაწერეს დათქმა, რომ თუ მელია არ მიიღებს ამ ამნისტიის კანონს, არ გავრცელდეს მასზე. პარალელურად, რეალური მოძალადეები არიან გათავისუფლებულები", - თქვა ნიკა მელიამ.

"ამნისტიის კანონის" გავრცელებასთან დაკავშირებით კითხვა მისი საქმის განმხილველ ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას ვერ დაუსვა, რადგან ის სხდომიდან არის გაძევებული. სხდომაზე ეს კითხვა მაინც გაჟღერდა.

"მსგავსი რამ არ მომხდარა არასდროს და ეს ხდება ნიკა მელიას გამო და ამიტომ გაჩნდა კანონში, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, ეს ჩანაწერი... ნიკა მელია წინააღმდეგია მასზე გავრცელდეს 2021 წლის 7 სექტემბრის ამნისტია", - თქვა სხდომაზე ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საკითხს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნიკა მელია მათ ატყუებს.

"არსად არ წერია, რომ თანხმობა უნდა თქვას. წერია, რომ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, თუ უნდა არ შეეხოს, უნდა დაწეროს განცხადება, რომ არ შეეხოს - ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ აფერისტობს. ზუსტად იცის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და ზუსტად იცის, რომ თუ დაწერს არ შეეხოს, ციხეში მოუწევს ჯდომა... ამას არ აკეთებს და ნუ მოგატყუებთ... თუ ჩუმად იქნება, შეეხება", - განაცხდა ზარქუამ.

"ამნისტიის კანონის" მიხედვით, ამნისტია ეხება ყველას, ვინც უარს არ ამბობს ამ კანონის მასზე გავრცელებაზე. საქმის განხილვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუმცა ნიკა მელიას ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ არ უნდა ეს კანონი მასზეც გავრცელდეს.

ამნისტიის კანონპროექტი "შარლ მიშელის შეთანხმების" ფარგლებში მომზადდა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ანულირებულად გამოაცხადა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობას" კი მას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც მმართველი პარტია შეთანხმებიდან გავიდა.

ამნისტიის კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავშეკავებისკენ კანონმდებლებს მოუწოდებდნენ 20 ივნისის დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები.

XS
SM
MD
LG