საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა.
ამ კანონპროექტის მიხედვით:
• მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
• მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
“კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება. აღნიშნული გადაწყვეტილება ამცირებს პროკურატურის უწყების დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პერსპექტივას” - ასე შეაფასა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან პროკუროტის არჩევის წესის ცვლილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით.