Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის ინაუგურაცია გაიმართა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ფონზე


მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავარი, მიტროპოლიტი იოანიკოსი ღვთისმსახურებისას პოდგორიცაში, აღდგომის ეკლესიაში. 2021 წლის 5 სექტემბერი.
მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავარი, მიტროპოლიტი იოანიკოსი ღვთისმსახურებისას პოდგორიცაში, აღდგომის ეკლესიაში. 2021 წლის 5 სექტემბერი.

მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის ახალი მამამთავრის ინაუგურაცია 5 სექტემბერს შედგა. მიტროპოლიტი იოანიკოს მეორე შვეულმფრენით მიიყვანეს მონასტერში პოლიციის დაცვის ქვეშ. პოლიციის სპეცრაზმს შეტაკება მოუვიდა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებთან, რომელთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

გადაწყვეტილებამ, იოანიკოს მეორის მონტენეგროს მიტროპოლიტად კურთხევა მომხდარიყო მონტენეგროს ძველ დედაქალაქ ცეტინიეში, ისტორიულ მონასტერში, გააბრაზა მონტენეგროელები, რომლებიც თვლიან, რომ ეს შეურაცხყოფს პატარა ქვეყნის ხანგრძლივ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის.

საპროტესტო აქცია ციტენიეში იმართება 4 სექტემბრის შემდეგ, მისი მონაწილეები ისროდნენ ბოთლებს და ქვებს, გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „ეს მონტენეგროა!“, „ეს არ არის სერბეთი!“. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ჰაერში ისროლა.

მონტენეგრო, რომელმაც 2006 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა სერბეთისგან, ორად არის გაყოფილი მათ შორის ვინც ფიქრობს, რომ მონტენეგროელი, როგორც ერი, არ არსებობს, და მათ შორის, ვინც თვლის, რომ ისინი ეთნიკური მონტენეგროელები არიან. 600-ათასიანი მოსახლეობის 30 პროცენტი თავს სერბად თვლის. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი რელიგიაა ქვეყანაში. მონტენეგროელები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ არიან, ემხრობიან სერბეთის ეკლესიისგან გამოყოფილ, აღიარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

XS
SM
MD
LG