Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა თავისი დიპლომატიური მისია ქაბულიდან ყატარში გადაიტანა და განაცხადა, რომ თალიბანმა საერთაშორისო აღიარება უნდა მოიპოვოს


ყველა ამერიკელმა დიპლომატმა დატოვა ქაბული, ხოლო აშშ-მა შეწყვიტა დიპლომატიური ყოფნა ავღანეთში, განაცხადა 30 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-მა დაასრულა თავისი ჯარის გაყვანა ქაბულიდან.

ბლინკენის თანახმად, 20-წლიანი ომის შემდეგ ვაშინგტონმა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა გადაიტანა ყატარში, დოჰაში, სადაც თალიბებს აქვთ პოლიტიკური ოფისი.

„ჩვენმა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი, - განაცხადა ბლინკენმა თავის მიმართვაში ავღანეთის მიმართ პოლიტიკის შესახებ, - დაიწყო ახალი თავი ამერიკისა და ავღანეთის ურთიერთობაში“. „საომარი მისია დასრულდა დაიწყო ახალი დიპლომატიური მისია“, თქვა სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 122 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს ქაბულიდან 14 აგვისტოს თალიბანის მიერ ქვეყნის დაკავების შემდეგ.

მაგრამ ათასობით ავღანელი, რომლებიც ეხმარებოდნენ დასავლეთის ქვეყნებს და შესაძლოა ევაკუაცია ეკუთვნოდათ, დარჩნენ ავღანეთში ევაკუაციის ნაჩქარევი, ქაოტური ვითარების პირობებში.

ბლინკენმა თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად დაუღალავად გააგრძელებს თავის ძალისხმევას, რათა დაეხმარონ ამერიკელებს, უცხოელებს და საფრთხის ქვეშ მყოფ ავღანელებს, ქაბულის აეროპორტის გახსნის შემდეგ ქვეყნის დატოვებაში.

ბლინკენის თანახმად, აშშ ითანამშრომლებს თალიბანის მთავრობასთან, თუ ეს იქნება აშშ-ის ინტერესებში, მოუტანს სტაბილურობას ქვეყანას და რეგიონს და დაიცავს 20-წლიანი ყოფნის განმავლობაში მიღწეულ მცირე მიღწევებს.

XS
SM
MD
LG