Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექცია: გამოვლენილ დარღვევებს შორის ისევ არის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები


შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის, ბოლო 72 საათის განმავლობაში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა.

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.

„ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა“, - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოვლენილ დარღვევებს შორის ჭარბობს ისევ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები.

XS
SM
MD
LG