Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "იმედმა" „ევროპულ საქართველოს“ რეკლამის გაშვებაზე უარი უთხრა


ტელეკომპანია "იმედმა" პარტია „ევროპულ საქართველოს“ უარი უთხრა წინასაარჩევნო პოლიტიული რეკლამის განთავსებაზე „სიძულვილის ენის შემცველი“ შინაარსის გამო .

„პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც „იმედის“ ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის „ევროპული საქართველო“. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს „ევროპულ საქართველოს“. „ტელეიმედის“ საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„ევროპული საქართველო“ უარის გამო სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს და პარტიის პოზიციის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

პოლიტიკურ რეკლამაში, რომლის ეთერში განთავსებაზე ტელეკომპანია "იმედმა" უარი განაცხადა, „ევროპული საქართველო“ ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციულ მმართველობაზე საუბრობს და საზოგადოებას მიმართავს თუ იცის კორუფციული გარიგების შესახებ მათ აცნობონ დახმარებისთვის.

XS
SM
MD
LG