Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა ანა ბიბილაშვილი


ანა ბიბილაშვილი
ანა ბიბილაშვილი

მამუკა ხაზარაძემ, „ლელოს“ თავმჯდომარემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი დაასახელა.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ადამიანი, ქალი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში, ლისაბონში. ანა, რომლსაც აქვს კონკრეტული ხედვა, არის, ჩემი და ჩვენი თანამებრძოლი, არის დამფუძნებული „ლელოსი“ და არის იმისკენ მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ანა ბიბილაშვილი. „2 ოქტომბერს თბილისის ყველა მოქალაქე დავიწყებთ თბილისის ახალ ისტორიას და ეს ცვლილებები დაიწყება თქვენით, იმ თავისუფალი, ამაყი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებიც უარს ვეტყვით ჩვენი ქალაქის წართმეულ აწმყოს და ყველანი მივალთ არჩევნებზე“, - თქვა მან.

როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, თბილისი კარგავს კულტურულ მემკვიდრეობას, სამუშაო ადგილებს, ისტორიულ სახეს და, რაც ყველაზე მტკივნეულია - ადამიანებს.

თბილისის საკრებულოს არჩევნებში პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იქნება. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ჯაფარიძე იბრძოლებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის.

მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ „ლელოს“ და ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. მისი თქმით, მათ ამოძრავებთ საერთო მიზანი და ეს არის ბრძოლა შიმშილის, სიღატაკისა და ნიჰილიზმის წინააღმდეგ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG