Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანს აეროპორტისკენ გზების ბლოკირებაში ადანაშაულებენ


უცხოეთის მთავრობები განაგრძობენ თავიანთი მოქალაქეების და მათთან მომუშავე ავღანელების ევაკუაციის მცდელობას ავღანეთიდან, მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ თალიბანი ბლოკავს ქაბულის აეროპორტისკენ მისასვლელ გზებს და რომ ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეზე ქვეყანაში ძალადობა მოიმატებს.

ავღანეთის დატოვებას ათასობით პირი ცდილობს მას შემდეგ, რაც მკაცრმა ისლამისტებმა 15 აგვისტოს ქვეყნის დედაქალაქზე დაამყარეს კონტროლი, მანამდე წარმოებული შეტევების მერე, რის შედეგადაც მათ სწრაფად დაიპყრეს ბევრი ქალაქი.

თალიბანის ლიდერები ამბობენ, რომ სურთ მშვიდობა და ინკლუზიური მთავრობა, ისლამის ღირებულებების ფარგლებში და აცხადებენ, რომ შურს არ იძიებენ ოპონენტებზე. მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ 19 აგვისტოს თალიბანი პატრულირებს ქაბულის აეროპორტის გარშემო მოქმედ გამშვებ პუნქტებზე და წინაღობას უქმნის იმ ავღანელებსაც, რომლებსაც მოგზაურობის ნებართვა აქვთ.

აეროპორტში და მის გარშემო საერთო ჯამში 12 ადამიანი იქნა მოკლული - აცხადებენ თალიბანის და ნატოს წარმომადგენლები. ავღანეთში 19 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, რაც ზრდის დაძაბულობის ხარისხს მას შემდეგ, რაც 18 აგვისტოს, აღმოსავლეთის ქალაქ ჯალალაბადში ძალადობის შემთხვევები იყო თალიბანის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე.

XS
SM
MD
LG