Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის უწყება ავიაკომპანიებს ურჩევს, არ შევიდნენ ავღანეთის საჰაერო სივრცეში


ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის უწყება (ACAA) რჩევას იძლევა, კომერციულმა საჰაერო ტრანსპორტმა თავი შეიკავოს ქვეყნის საჰაერო სივრცით სარგებლობისგან მას შემდეგ, რაც მხოლოდ შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლას, როცა მსოფლიოს ქვეყნები ქაბულიდან საკუთარი მოქალაქეების გამოყვანას ცდილობენ.

ACAA-მ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ავღანეთის საჰაერო სივრცეში ნებისმიერი ტრანზიტი „უკონტროლო“ იქნება.

კვირის ბოლოს თალიბებმა ხელში ჩაიგდეს დედაქალაქი ქაბული და ამ ოპერაციის სისწრაფით განაცვიფრეს დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც ქაბულიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანას ცდილობენ. ქაბულის აეროპორტში ვითარება სულ უფრო ქაოსური ხდება.

გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa-მ ACAA-ს განცხადებიდან ცოტა ხანში გამოაცხადა, რომ „შემდგომ შეტყობინებამდე“ მიმართულებას უცვლის თავის ყველა რეისს.

როგორც ვებსაიტი FlightRadar24 იტყობინება ტვიტერში, Air India-ს თვითმფრინავმა, რომელიც ჩიკაგოდან დელიში ასრულებდა რეისს, კურსი შეცვალა და ავღანეთის საჰაერო სივრცეში შესვლიდან ცოტა ხანში დატოვა ის. ასევე შეცვალა კურსი ავიაკომპანია Terra Avia-მ, რომელიც ბაქოდან დელიში მიფრინავდა.

XS
SM
MD
LG