Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სისტემის მთავარ პრობლემად ონლაინ სწავლების სირთულეები სახელდება - NDI


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI-ს] მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა 27% განათლების სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევად ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს. კვლევა დღეს გამოქვეყნდა და მასში მონაწილეთა 11% თვლის, რომ განათლების სისტემაში საერთოდ არ არის პრობლემები, 16% კი მასწავლებლების კვალიფიკაციას მიიჩნევს გამოწვევად.

კვლევის მნიშვნელოვანი მიგნება არის ის, რომ ონლაინ სწავლების სირთულეები თითქმის ერთნაირად აწუხებთ თბილისსა და რეგიონებში გამოკითხულ ადამიანებს. ონლაინ სწავლების სირთულეები უფრო აშკარაა ქალებისთვის, ვიდრე კაცებისთვის. ქალების 33% მიიჩნევს ამ საკითხს განათლების სფეროს მთავარ გამოწვევად, მაშინ როცა კაცების მხოლოდ 21% ასახელებს დისტანციურ სწავლებას პრობლემად.

განათლება ეროვნული მნიშვნელობის საკითხად მიაჩნია მოსახლეობის 13 %-ს. განათლებაზე მეტად მოსახლეობას სამუშაო ადგილები, სიღარიბე, პენსიები, ტერიტორიული მთლიანობა და ინფლაცია აღელვებს.

NDI-ის გამოკვლევის შესახებ:

  • ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია.
  • საველე სამუშაოების პერიოდი: 13-25 ივლისი, 2021; 2,016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით; ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გაითვალისწინეთ: ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს

XS
SM
MD
LG