საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს თანახმად, საქართველოს პატრიარქის აცრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. საზოგადოებას საპატრიარქოს პოზიცია პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ის საშუალებით მიაწოდა.
"13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს", - აცხადებს ჯაღმაიძე.
სასულიერო პირების ნაწილი უკვე ვაქცინირებულია. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი, ვინც აიცრა, პატრიარქის ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრია - იგი კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია ინფიცირების 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მოვლენები Covid-ინფიცირების კუთხით ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. საპატრიარქომ სინოდის სხდომაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და ეს საკითხი მრევლის ნება-სურვილს მიანდო.