COVID – 19-ის პანდემიას ეხება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაში ერთ-ერთი თავი.
შეკითხვაზე - რამდენად კმაყოფილი ხართ მთავრობის რეაგირებით, COVID – 19-ის წინააღმდეგ? ჯამში მოქალაქეების 60% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით.
- 13% - ძალიან კმაყოფილი;
- 47% - ნაწილობრივ კმაყოფილი;
- 21% - ნაწილობრივ უკმაყოფილო;
- 16% - ძალიან უკმაყოფილო;
- 3% - არ ვიცი/უარი პასუხის გაცემაზე.
გასული წლის 20 ივლისს ჯამში მთავრობის რეაგირებით კმაყოფილთა რაოდენობა 79%-ს შეადგენდა.
გამოკვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM); გამოკვლევის კოორდინატორი იყო ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლი, დოქტორი რასა ალიშაუსკინე.
მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა 2021 წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, პირდაპირი ინტერვიუს გზით.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს.