შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა "მთავარი არხის" გავრცელებულ სავარაუდო ფარული მოსმენების ჩანაწერებზე დასმულ კითხვას იუმორით უპასუხა, მოგვიანებით კი განმარტა, რას ფიქრობდა ამ საკითხზე.
"კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვამბობ ხოლმე... ფურცელი წაიკითხა დოკუმენტად... მე როგორ დავადასტურო, რომ ნამდვილია. ალბათ, შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელია... არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ", - თქვა მინისტრმა.
"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს. რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით შედგა.
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს რაიმე კომენტარი გააკეთოს სავარაუდოდ ამ უწყების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომელიც 1 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაასაჯაროვა.
ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.
განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით, 2 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გაავრცელა განცხადება: