Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა "მთავარი არხის" გავრცელებული ჩანაწერების შინაარსს "ავადმყოფურ ბოდვას" უწოდებს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა არ აკეთებს კომენტარს იმ სავარაუდო პირადი საუბრების ჩანაწერებზე, რომელიც გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა. დოკუმენტებში, რომელიც არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მისივე თქმით, უწყებიდან მოიპოვა, ასახულია მასობრივი თვალთვალისა და მიყურადების პროცესი, რომლის ობიექტებიც არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები.

"ნუ ელოდებით ჩემგან შეფასებას ამ ავადმყოფურ ბოდვაზე, მე სერიოზულად ვერ შევალ [ამ საკითხში]", - უთხრა თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს რაიმე კომენტარი გააკეთოს სავარაუდოდ ამ უწყების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომელიც 1 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაასაჯაროვა.

ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.

განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით, 2 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გაავრცელა განცხადება:

XS
SM
MD
LG