Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აცხადებს, რომ ლექსო ლაშაქარავამ ნარკოტიკი 10 ივლისს იყიდა


შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მოქალაქეებისთვის TV პირველის ოპერატორის გადაცვალებასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, საკუთარი ვერსიის შეთავაზებას. ბოლო განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 18 ივლისს გამოაქვეყნა, წერია, რომ ლექსო ლაშაქარავამ ნარკოტიკული საშუალება გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, 10 ივლისს ფონიჭალაში იყიდა.

შსს-ს ამავე განცხადების მიხედვით, დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზატორი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა “ტვ-პირველის“ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ატარებენ გამოძიებას ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვა-გასაღებაზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით. ამ მუხლით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაა გათვალისწინებული.

ხელისუფლებამ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, ისე რომ არ ჰქონდა ექსპერტოზის დასკვნა, ორი საგანგებო ბრიფინგი გამართა და მედიას ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაცვალებაზე მიანიშნა. გარდაცვალების მეორე დღეს უწყებამ ეს ვერსია უფრო გაამყარა.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 5 ივლის სიძულვილის ჯგუფებმა სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დასადგენია, გარდაიცვლებოდა თუ არა ლაშაქარავა, მას 5 ივლისს მძიმე ფიზიკური დაზიანებები რომ არ მიეღო.

XS
SM
MD
LG