Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ


საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენ. ამის შესახებ საუბარია მათ ერთობლივ წერილში, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებისთვის გაგზავნილ წერილშია საუბარი.

"საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის", - აღნიშნავენ ელჩები.

საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა სიძულვილის ჯგუფებმა რამდენჯერმე შებღალეს. მათ შორის, ბოლოს 6 ივლისს. მანამდე ამ ძალადობრივმა ჯგუფმა იძალადა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, მათი ნაწილი ახლაც აგრძელებს მკურნალობას და დაზიანებების გამო ვერ მუშაობს. 5 ივლისს დაშავებული "TV პირველი" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ჯერ ექსპერტიზას არ დაუდგენია გახდა თუ არა რამდენიმე დღის წინ მიყენებული ფიზიკური დაზიანებები მისი გარდაცვალების მიზეზი.

XS
SM
MD
LG