Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სოლიდარობის თემის" ცნობით, სამუფთო "პრაიდის" საწინააღმდეგო განცხადებას გაემიჯნა


„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ 4 ივლისს ვებსაიტიდან წაშალა „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მიმართული განცხადება, რომელიც რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ იუწყება, რომ „მუსლიმთა სამმართველოს“ განცხადების გამოქვეყნებისთანავე დაუკავშირდნენ საკითხის გასარკვევად. „ჩვენი მხრიდან, მკაცრად იქნა დაგმობილი განცხადების შინაარსი და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მიუღებელია მუსლიმი თემის სახელით, მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს“ - ნათქვამია „სოლიდარობის თემის“ განცხადებაში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათთან კონსულტაციის შემდეგ სამუფთო გაემიჯნა ამ განცხადებას, და ის ოფიციალური გვერდიდან წაშალა.

XS
SM
MD
LG