Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა სომეხი სამხედროები გაცვალა დანაღმული ტერიტორიების რუკებში


აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 დაკავებული სომეხი ჯარისკაცი, დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ - იუწყებიან ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები 3 ივლისს.

აზერბაიჯანსა და ეთნიკურ სომეხ ძალებს შორის ექვსკვირიანი ომი იყო მთიანი ყარაბაღის გარშემო, რომელიც დასრულდა გასული წლის ნოემბერში, მოსკოვის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ბაქომ კონტროლი დაიბრუნა ყარაბაღის ნაწილებზე და შვიდ მიმდებარე ტერიტორიაზე.

განცხადებაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთი იყო შუამავალი სომხეთთან, რომელსაც აზერბაიჯანისთვის უნდა გადაეცა 92.000-მდე ნაღმის დეტალური რუკა, ბაქოს მიერ დაბრუნებული ფიზულის და ზანგილანის რეგიონებზე. "როგორც ჰუმანური ნაბიჯი, აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა სომხური წარმოშობის 15 პირი" - ვკითხულობთ განცხადებაში.

სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანს "კეთილი ნების ჟესტის" სახით მიაწოდა ფიზულისა და ზანგილანის რეგიონებში დანაღმული მინდვრების რუკები.

XS
SM
MD
LG