Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვი რუსული ვაქცინით აიცრა


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა. მან ოკუპირებულ ცხინვალში ჩატანილი „სპუტნიკ-V“ გაიკეთა. - ამის შესახებ მისი პრესსამსახური იუწყება.

„პრეზიდენტი პარასკევს მივიდა ცენტრალურ პოლიკლინიკაში ვაქცინაციისთვის. მას შემდეგ, რაც რუსული ვაქცინა „სპუტნიკ-V“ გაუკეთეს, ანატოლი ბიბილოვი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს სამუშაო დღეს, მისი გრაფიკის შესაბამისად", - აღნიშნავს პრესსამსახური.

როგორც დე ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობა, როგორც COVID - 19-ის გავრცელების შეჩერების ერთადერთი გზა.

„თუ ადამიანი საზოგადოების წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს. რა თქმა უნდა, ის უნდა აიცრას. სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც წესი, გვავიწყდება, რომ ადამიანები COVID-19- ით გარდაიცვალნენ. ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი საზოგადოებისთვის, დიდი დანაკარგი. ამიტომ, თქვენ უნდა იფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე", - განაცხადა ბიბილოვმა ინექციის შემდეგ.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა სოსლან ნანიევმა, რომელიც პროცედურას ესწრებოდა, დე ფაქტო პრეზიდენტს შეატყობინა ე.წ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებთან დაკავშირებით და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაზე, რაც დე ფაქტო მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ოკუპირებულ რეგიონში ბოლო ორ დღეში 25-მდე შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.

XS
SM
MD
LG