Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოხვდნენ ლამარა, ზეინაბ და აზა მასწავლებლები საუკეთესო ათეულში


ლამარა ბოლქვაძე მარადისში ცხოვრობს, ზეინაბ კაკალაშვილი - თელავში. ათეული წლებია, ბავშვებს ერთი ქართულს, მეორე კი ცხოვრებას ასწავლის. მის საგანს მოკლედ სხვა სახელს ვერ დაარქმევ, გრძლად კიმე და საზოგადოებადა სამოქალაქო განათლებაჰქვია. წელს ორივე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა.

5 სექტემბერს ამ ათეულიდან კიდევ 5 ფინალისტს აარჩევენ, უკვე 5 ოქტომბერს კი გამარჯვებული გვეცოდინება. მას „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსა“ და 10 ათას ლარს გადასცემენ.

ლამარა მასწავლებელი მარადისიდან

ლამარა ბოლქვაძე იმ სოფელში ცხოვრობს, რომელსაც სახელი თავად სოფელმა დაარქვა, მარადისში. სამი ათეული წლის წინ აჭარიდან მარნეულის რაიონში გადმოსახლებულ ეკომიგრანტებს ადგილზე დასახლების ნაცვლად ფაცხები დახვდათ, სოფელი თავად ააშენეს. ერთმა თქვა, „მარადისი“ ერქვას და მარადიულად იყოსო. მას შემდეგ არის! 2004 წელს სოფელში იმავე სახელწოდების სკოლაც დაარსდა. იქ ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვები სწავლობენ, ლამარა ბოლქვაძე ასწავლის. მისი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა.

გაკვეთილები მარადისიდან იწყება, პირველი ცვლა აქაური ბავშვებისაა. შემდეგ მასწავლებლები მანქანაში სხდებიან და გვერდზე სოფელში გადადიან - კასუმლოში. სახლში კერძო გაკვეთილებს არ ატარებს: კვირაში 5 საათი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა სკოლაში საგანი ისწავლოს და დამატებით ფული აღარ იხადოსო.

მარადისში აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართველ ბავშვებთან აქვთ ურთიერთობა და ქართული უკეთ იციან. კასუმლოში - სკოლაში კი ლაპარაკობენ ქართულად, მაგრამ სახლში აღარ. თუმცა არც მათ უჭირთ, დაბალ კლასებში განსაკუთებით. აი, მაღალ კლასებში ძველ ქართულზე რომ გადავდივართ, უკვე უძნელდებათ პროგრამა. თანამედროვე ქართულით ვაწვდი ხოლმე ტექსტებს და ასე იგებენ, თორემ ეგ პროგრამა არც ქართველი ბავშებისთვისაა იოლი“.

2009 წელს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ რომ დაიწყო და მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ჩავიდნენ, ზოგმა აღმოაჩინა, რომ ქართულის სასწავლებლად, ჯერ თავად უნდა ესწავლათ იქაურებს სალაპარაკო ენა, რადგან ბავშვებმა გრამატიკა და მწერლების ბიოგრაფიები კი არა, უბრალოდ, ქართული არ იცოდნენ.

ყველაზე დრომოჭმული რა არის? ყველაზე დრომოჭმული მეთოდი ნიშნების წერა მგონია. ნიშნები არ უნდა იწერებოდეს.
ლამარა ბოლქვაძე

ლამარა ბოლქვაძე მარადისში ამ პროგრამით არ მოხვედრილა, ისედაც იქ ცხოვრობს. წლების წინ მეც ასეთ დღეში ვიყავი, მაგრამ მერე ვითარება ნელ-ნელა გამოსწორდა, ახლა ადგილობრივმა ბავშვებმა ქართული ბევრად უკეთ იციანო, ამბობს. ის კი არა, ბავშვებს მკითხველთა კლუბი აქვთ და ხანდახან „მოულოდნელ“ წიგნებსაც კითხულობენ.

ერთ აზერბაიჯანელ ბავშვსნუ მოკლავ ჯაფარასგავატანე. მეგონა, მეორე დღესვე უკან მომიგდებდა, მაგრამ წაიკითხა და აჟიტირებული მოვიდა, ახლა ფინჩი ჩემი საყვარელი გმირიაო“, - ჰყვება მასწავლებელი.

სკოლაში ბავშვებს სათბურიც აქვთ - ბოსტნეული მოჰყავთ და ყვავილებს ახარებენ. წელიწადში ორჯერ ფესტივალს აწყობენ და მოსავალს ყიდიან, შემოსული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება. შარშან 2000 ლარი შეაგროვეს. 400-500 ყვავილი ახლაც გასაყიდად აქვთ გამზადებული. ეს აქტივობა ლამარა ბოლქვაძემ მოიფიქრა, მიაჩნია, რომ თანამედროვე ბავშვს ყველაზე მეტად აქტივობები სჭირდება.

ყველაზე დრომოჭმული რა არის? ყველაზე დრომოჭმული მეთოდი ნიშნების წერა მგონია. ნიშნები არ უნდა იწერებოდეს. მასწავლებელი თავისთვის უნდა ინიშნავდეს, ბავშვის ცოდნა დამაკმაყოფილებელია თუ არა. ხანდახან ისე გამოვდივარ გაკვეთილიდან, ნიშანს არ ვწერ და ჩემთვის ვინიშნავ რაღაცებს“, - ამბობს ის.

ზეინაბ მასწავლებელი თელავიდან

დაახლოებით იმავე აზრისაა ზეინაბ კაკალაშვილი, რომელიც საუკეთესო ათეულში თელავიდან მოხვდა.

ყველაზე დრომოჭმული ის მგონია, სამ კომპონენტში რომ ვწერთ სხვადასხვა ნიშანს: საკლასო დავალება ცალკე ნიშანია, საშინაო დავალება - ცალკე... ბოლოში კი ერთი ნიშანი გამოგვყავს, მაგრამ მაინც“.

პიროვნული განვითარება, მდგრადი განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობა... ზეინაბ კაკალაშვილის საგანი გულისხმობს, რომ ბავშვებმა ეს საკითხები უნდა აითვისონ. ძალიან მოსწონთო, ამბობს. კიდევ იმიტომ მოსწონთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრ კონკურსს აცხადებენ და შემდეგ ბავშვები ამ კონკურსებში მონაწილეობენ.

ვასწავლი პროფესია როგორ აირჩიონ, შრომის ბაზარზე თავი როგორ დაიმკვიდრონ, კონფლიქტები როგორ მოაგვარონ, გადაწყვეტილება როგორ მიიღონ... რომ მხოლოდ უფლებები კი არა, მოვალეობებიც აქვთ“, - ამბობს ზეინაბ კაკალაშვილი. ეს საგანი შედარებით ახალია, მანამდე ფიზიკას ასწავლიდა. 30 წელია, თელავის N 5 სკოლაში მუშაობს.

ყველა ბავშვი მახსოვს, ვისაც ვასწავლიდი. მეგობრული დამოკიდებულება მაქვს მოსწავლეებთან, ყველაფერს მიყვებიან. სხვათა შორის, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ“.

ბევრ პრობლემაში გაჭირვება იგულისხმება და კიდევ ის პრობლემები, რომლებიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ბევრ ბავშვს სახლში ან ინტერნეტი არა აქვს, ან ისეთი მოდელის ტელეფონი, რომელიც ონლაინ სწავლისთვის გამოადგებოდა. ეს, რაც ყველაზე თვალსაჩინოა, თუმცა ბავშვისთვის შეიძლება კიდევ ათასი რამ გახდეს პრობლემა.

მშობლების ყველაზე დიდ დანაშაულად მიმაჩნია, შვილს თუ თვითშეფასებას დაუმდაბლებს, ან, პირიქით, ზედმეტად მაღალი თვითშეფასებით გაზრდის. პირველები ითრგუნებიან და მეორე შემთხვევაში ბავშვები საკუთარ თავს ტანჯავენ - ჰგონიათ, ძალიან ბევრი იციან, ამის გამო შეიძლება სხვებთანაც კონფლიქტი მოუვიდეთ“, - ამბობს ზეინაბ კაკალაშვილი.

აზა მასწავლებელი დუისიდან

აზა ხანგოშვილი დუისის სკოლაში ბუნებისმეტყველებისა და მეწარმეობის გაკვეთილების მასწავლებელია. დროებით სპორტის გაკვეთილებსაც ატარებს. ათეულში იმის გამო მოხვდა, რომ „ათას“ პროექტსა და საქმეში ჰყავს ბევშვები ჩართული.

მოვახერხე, რომ 141 მოსწავლე ერთდროულად ჩავრთე მეწარმეობის ტრენინგში და 5 პროექტი დავაფინანსებინე“, - ამბობს აზა ხანგოშვილი.

ახლა სოფელში ხუთ მოსწავლეს აქვს თავისი ბიზნესი. სამი მათგანი მეფრინველეობას მისდევს: ქათამს, კვერცხს ყიდის; ერთმა სოკო მოიყვანა, მეხუთემ კი მატყლის სარეცხი აპარატი შეიძინა და ადგილობრივებს მატყლის ხელით რეცხვა აღარ უწევთ. ამ ყველაფერში ბავშვებს თავიანთი ფული აქვთ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, - გამოცდილება.

2021 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

• სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა „ოპიზის“ მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი

• ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

• გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

• ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის N 5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

• ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

• ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის N10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

• გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოსა და ქართულის მასწავლებელი

• აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლებისა და სპორტის მასწავლებელი

• მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი

• მაკა ხელაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG