Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ განსახილველად მიიღო რადიო თავისუფლების სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო სტრასბურგში.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო სტრასბურგში.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებისა და მისი რუსული სამსახურის დირექტორის, ანდრეი შარის სარჩელი. სარჩელი ეხება ჯარიმებს, რომლებიც რადიო თავისუფლებას დააკისრა როსკომნადზორმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიხედვით. რადიო თავისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს კანონმდებლობა არღვევს ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციას.

2021 წლის იანვარ-მარტში როსკომნადზორმა სასამართლოს გადაუგზავნა 520 ოქმი რთე/რთ-ის მიერ კანონის დარღვევების შესახებ, ივნისის შუა რიცხვებში კი 130 ახალი ჯარიმის გაფორმება დაიწყო. ჯარიმების საერთო ღირებულება 140 მილიონ რუბლს აღემატება (თითქმის 2 მლნ დოლარი).

რთე/რთ-ის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიაორგანიზაციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განაგრძოს რუსეთში მუშაობა.

ამავე დროს, ევროსასამართლომ განსახილველად მიიღო The New Times-ისა და მისი მთავარი რედაქტორის, ევგენია ალბაცის სარჩელი. როსკომნადზორმა გამოცემა 22 მილიონი რუბლით (306 ათასი დოლარი) დააჯარიმა. სასამართლომ ორივე სარჩელი ერთ საქმედ გააერთიანა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო განიხილავს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის გამოყენებას მედიაორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ.

XS
SM
MD
LG