Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურასთან დააკავეს კიდევ ოთხი აქტივისტი


ნიკა ფარულავა
ნიკა ფარულავა

საქართველოს პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით იმართება, კიდევ ოთხი აქტივისტი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანია ნიკა ფარულავა.

ბოლოს დაკავებულები არიან აქტივისტი ქალები, რომლებიც პროტესტს მოძრაობა „დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად გამოხატავდნენ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, აქტივისტების დაკავების მიზეზი ხდება წარწერის გაკეთების მცდელობა.

ცოტა ხნის წინ პროკურატურასთან ასევე დააკავეს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია სამართალდამცავები დაკავებულებს რას ედავებიან. რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას.

მაქარაშვილს პარლამენტის არჩეულ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან ერთად პროკურატურაში შესვლა სურდა. მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ პროკურატურასთან კორდონი მოაწყო და არ აძლევენ მოქალაქეებს შესასვლელში ყოფნის უფლებას.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.

შსს-ს განცხადებით, პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG