Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი უკმაყოფილოა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვაქცინაციის დაბალი ტემპით


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, პანდემია ჯერ დასრულებული არ არის. მან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთმა ძალიან ბევრი სიცოცხლე დაკარგა, იმის გამო რომ ადამიანები ასე უპასუხისმგებლოდ ექცევიან, თავის და ახლობლების ჯანმრთელობას.

ოსური მედიის ცნობით, ბიბილოვმა საჯაროდ დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს, დასაჯილდოებლად წარუდგინოს ყველა ის სამედიცინო სფეროს თანამშრომელი და მოხალისე, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იყვნენ ჩართულები. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა სოსლან ნანიევმა დე ფაქტო პრეზიდენტს აღუთქვა, რომ მისი ყველა დავალება უახლოეს მომავალში შესრულდება და ვაქცინაციის ტემპებიც გაორმაგდება.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხინვალის რეგიონში ამჟამად 70 ადამიანია აცრილი. მისი თქმით, გამოკვლეული მოქალაქეების დიდ ნაწილს ანტისხეულები აქვთ, რაც ვაქცინაციის აუცილებლობას გამორიცხავს. ცხინვალში რუსული წარმოების ვაქცინას „სპუტნიკ-V“ -ს იყენებენ. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციამიუნიჭებელი ვაქცინა ნდობას არ იმსახურებს და დაბალი ტემპიც ამის გამოა.

XS
SM
MD
LG