Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიტა მუსელიანი: „ჩვენ არ გვინდა ხელისუფლების გადაგდება“


თბილისში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიტა მუსელიანმა განაცხადა, რომ 24 მაისის 12:00 საათამდე ხელისუფლებისთვის დროის მიცემა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე აპირებს ხელისუფლების გადაგდებას.

„ამგვარი ულტიმატუმი არ მინდა აღიქვას საზოგადოებამ იმგვარად, თითქოს ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლების გადაგდებას და, რომ მერე ეს გადავარდნილი ხელისუფლება შეიძლება ვინმეს ჩაუვარდეს ხელში. ასე არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა პროცესები გახდეს უმართავი. არ გვინდა დიდი რყევა, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა. ამიტომ ვითხოვთ საკითხის მარტივ გადაწყვეტას - ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, - განაცხადა მარიტა მუსელიანმა, რომლის თქმითაც, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაელოდებიან ხელისუფლების მხრიდან პოზიციის გამოხატვას და შესაბამისად დასახავენ მოქმედების გეგმას.

მარიტა მუსელიანი: „პატარა ბავშვი ხომ არავინაა აქ ვინმე“
please wait

No media source currently available

0:00 0:01:35 0:00

„ჩვენი პროტესტი არის დინამიური პროცესი, მაგრამ ასევე არის სტაბილური ადამიანების ერთობა. ჩვენი მოქმედება მიმართული იქნება ცნობიერების ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გააზრებისკენ, რომ ყველა უნდა მიხვდეს, რა არის სახელმწიფოებრივი ინტერესი და, რომ არ შეიძლება მისი გაცვლა და გაყიდვა არც ხელფასზე და არც - ფულზე“, - განაცხადა მარიტა მუსელიანმა, რომელიც ნამოხვანის საპროტესტო მოძრაობის აქტიური წევრი და მოძრაობის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის დედაა.

XS
SM
MD
LG