Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გმობს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს


სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებს გმობს კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეისწავლოს მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების ფაქტები.

„გუშინ, 2021 წლის 08 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. მასალაში ჩანს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა ანტონ ბულუხიამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც“, - წერია განცხადებაში.

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები ასევე გააპროტესტეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა.

XS
SM
MD
LG