Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი მელიაზე: არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები


მედიის კითხვაზე, არის თუ ნიკა მელია პოლიტმატიმარი, ,,ვეტერანთა კულტურისა და დასვენების“ პარკში, 9 მაისს მისულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

„აღარ არის საინტერესო. დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა. ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრბა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარო პოლიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოე.

ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. მაგრამ კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასოდეს არავის შევეკითხებით, რომ ყველა დაემორჩილოს კანონს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ დადგება კანონზე მაღლა. არც კანონზე დაბლა. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას. ეს ადამიანი ასევე ამბობდა, რომ გირაოს არ მიიღებდა თუ არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად“, - განაცხადა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირმა 8 მაისს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად 40 000 ლარის ოდენობის გირაოს თანხაგადაიხადა.

ევროკავშირი აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევას. ეს ორგანიზაციები არიან "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

კერძოდ, "საიას" ანგარიშის გავლით, თანხა თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე 8 მაისს, დაახლოებით 15 საათისთვის გადაირიცხა.

XS
SM
MD
LG