Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იწყებს დამატებითი სამხედრო ძალების გაყვანას ანექსირებული ყირიმიდან და უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან


სერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს და სარდლობას უბრძანა 23 აპრილიდან დაიწყოს იმ ძალების გაყვანა, რომლებიც კრემლმა მარტის ბოლოს გადაისროლა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონში.

სერგი შოიგუს ბრძანებით სამხედრო ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, რადგან, როგორც რუსმა მინისტრმა განაცხადა, სამხედრო წვრთნამ უკვე მიაღწია მის წინაშე დასმულ ყველა მიზანს.

„ჯარებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ ქვეყნის თავდაცვის საიმედო უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დასრულდეს შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქებში“, - განაცხადა შოიგუმ.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების თავმოყრა აპრილის პირველ კვირაში დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო მანევრებს უწოდებს სწავლებას, რომლის მიზანია არმიის საბრძოლო მზადყოფნის „საკონტროლო შემოწმება“. უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების კონცენტრაციას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს.

ძალების კონცენტრაციას თან ახლდა ცეცხლის შეწყევტის რჟიმის დარღვევა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში. უკრაინის დამცველებისა და რუსეთის ჰიბრიდული ძალების პოზიციური ბრძოლების შედეგად ორივე მხრიდან ათზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.

18 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ წევრი, დათო შარტავა, დაიღუპა. ამის შესახებ თავის ფეისბუკში ცნობა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, გამოაქვეყნა.

დათო შარტავა 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

როგორც მამულაშვილმა უთხრა რადდიო თავისუფლებას, 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინის დამუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას სულ მცირე 11 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

XS
SM
MD
LG