Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი ამნისტიის კანონზე: ესაა გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება


აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ აფასებს ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმებას და ამას წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ამ საკითხზე ელჩმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

"ამ შეთანხმების მიღწევა იყო წინგადადგმული ნაბიჯი. საჭირო გახდა გამბედაობა, რომ წასულიყვნენ ამ კომპრომისზე. კარგად გვესმის, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები იყო საკმაოდ მტკივნეული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში, თუმცა მნიშვნელოვანია ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება. სწორედ ამას ემსახურებოდა ამნისტია", - განაცხადა დეგნანმა.

რამდენიმე დღის წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა. ამ დოკუმენტით რიგ ცვლილებებთან ერთად გათვალისწინებულია ამნისტიის კანონის მიღება, რომელის საშუალებითაც საპატიმროს დატოვებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. სწორედ ამნისტიის კანონია ის პუნქტი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ამ კანონის მიღებამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ ყველა პირი გათავისუფლდება იმ დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება 2019 წლის 20 ივნისს ჩაედინათ.

XS
SM
MD
LG