8 აპრილს აზერბაიჯანმა გამოაცხადა თურქეთთან ერთად ორდღიანი სამხედრო წვრთნის ჩატარება, რაც მიზნად ისახვას „ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებას“ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის.
სხვა დეტალები უცნობია. ერთობლივი წვრთნების შესახებ თურქეთის სამხედრო სარდლობას კომენტარი არ გაუკეთებია.
ეს ამ წელს უკვე მეორე სამხედრო წვრთნაა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 15 -19 მარტს გამართულ ტაქტიკურ მანევრებში აზერბაიჯანმა ჩააბა 10 000 ჯარისკაცი, 100-მდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-მდე საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, 30-მდე სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებმაც, ანალიტიკოსების შეფასებით, თანამედროვე ომის სახე სრულიად შეცვალა მთიან ყარაბარში გასული წლის სექტემბერ -ნოემბერში აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის 44 დღიანი საომარი მოქმედებების დროს.
9 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით მიღწეულმა ზავმა დაასრულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44 წლის განმავლობაში მიმდინარე საომარი დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ სომხეთის კონტროლქვეშ იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან.
შარშან, სექტემბრის ბოლოს, განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა მთიან ყარაბაღში და მის გარშემო.