საქართველოს გენერალური პროკურატურამ განმარტა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისთვის თარჯიმნის შეთავაზების საკითხი. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მუხთარლიმ თქვა, რომ ორი თარჯიმნიდან ვერცერთმა ვერ უზრუნველყო მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანი, ხოლო, მესამეს მოწვევაზე მან უარი თქვა.
„მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე, მუხთარლი საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს. საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოიწვიეს ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე.
საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა. ა.მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ მისი გამოკითხვა გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 აპრილს“,-აცხადებენ პროკურატურაში.
როგორც მუხთარლიმ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მას დაახვედრეს თურქული ენის თარჯიმანი, რაზეც უარი თქვა. დაახლოებით სააათ-ნახევრის ლოდინის შემდეგ სხვა თარჯიმანი მიიყვანეს, თუმცა 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც ის ფლობდა აზერბაიჯანულ ენას.
როგორც მუხთარლიმ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მას დაახვედრეს თურქული ენის თარჯიმანი, რაზეც უარი თქვა. დაახლოებით სააათ-ნახევრის ლოდინის შემდეგ სხვა თარჯიმანი მიიყვანეს, თუმცა 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც ის ფლობდა აზერბაიჯანულ ენას.
აფგან მუხთარლის გაამოკითხვა ხვალ, 9 აპრილს, იგეგმება.