Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორმა შაჰინმა საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ 23 მარტს გამართული მოსმენის შემდეგ, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

დემოკრატი სენატორი საქართველოს მიმართ აშშ-ის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

სენატორ შაჰინის თანახმად, აშკარაა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება და სურთ იხილონ პროგრესის გაგრძელებაც რეფორმებსა და დემოკრატიზაციაში და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების რეფორმირებაში.

ჯინ შაჰინის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული ჩიხი თავსატეხია და საჭიროა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა იმუშაონ ქართველი ხალხისთვის. ასევე, მოხდეს გრძელვადიანი შეთანხმება ინსტიტუტების რეფორმირებაზე, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა დასავლეთისა და დემოკრატიზაციისკენ, გზა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და გაგრძელდეს აშშ-ისა და საქართველოს ძლიერი პარტნიორობა.

XS
SM
MD
LG