Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „გირჩი“ უშუალოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყებს მოლაპარაკებას


ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდეგ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ უშუალოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყებს ლაპარაკს.

„უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, რომ თუ გვაქვს ამის უნარი ჩვენ მოვიფიქროთ რამე გამოსავალი. ვცადოთ ამის განხორციელება, დავტესტოთ. თუ ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოდის და ასეთი საგიჟეთი გვაქვს, რავი...“, - ამბობს მეგრელიშვილი.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „გირჩი“ მმართველ პარტიასთან აპირებს მოლაპარაკების დაწყებას.

„გირჩი“ დაიწყებს მოლაპარაკებას. მე როგორც მინიმუმ შევუთანხმდი „ქართულ ოცნებას“, რომ მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა“, - თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა და დაამატა, - „მათთან უშუალოდ დავიწყებთ ლაპარაკს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება, ხანგრძლივი მოლაპარაკების მიუხედავად, ვერ შედგა.

სხვა ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ სამომავლო გეგმებს 20 მარტს, 12:00 საათზე, გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG