პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ის აქტივისტები დააკავეს, ვინც კარვების გაშლას ცდილობდნენ. პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ უწყვეტად მართავენ.
"ესენი არიან ბანდიტები, ყაჩაღები. ეშინიათ კარვების გაშლის, პროტესტის ეშინიათ", - ამბობდა აქტივისტი ალიკა კუპრავა.
დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება პასუხს.