Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: შევეცადეთ, მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხმის პარალელური დათვლის შედეგების კორექტირების შესახებ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო, თუმცა მისი გამოქვეყნება მაღალი სტანდარტების დაცვის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

ელენე ნიჟარაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მისი ორგანიზაციისა და თანამშრომლებისთვის დღეს ყველაზე სტრესული პერიოდია და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათ მხარი დაუჭირა.

„ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე“, - აცხადებს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც წლებია აკვირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და აკეთებს ხმის პარალელურ დათვლას, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6%-ია. სხვაობა 1.8%-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG