Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომი“ აცხადებს, რომ განახლდა სადავო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა


რუსეთის გიგანტური სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ განახლდა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის სამუშაოები ბალტიის ზღვის ფსკერზე, გერმანიის ნაპირის მახლობლად.

11 დეკემბრის განცხადების თანახმად, მილგამყავნი რუსული ხომალი „ფორტუნა“ 2,6 კილომეტრის სიგრძის წყლისქვეშა მილსადენს „გერმანიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში“ ააშენებს. იმავე დღეს გერმანიის ნაოსნობისა და საზღვაო მიმოსვლის სახელმწიფო უწყებამ გაავრცელა გაფრთხილება, დეკემბრის ბოლომდე „მილსადენის მშენებლობის არეალში ნაოსნობისა და თევზჭერის აკრძალვის შესახებ.“



11 მილიარდ დოლარად შეფასებული გაზსადენის მშენებლობა, რომლითაც გაორმაგდება რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიისათვის, 2019 წლის ბოლოს შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სავიზო და საბანკო სანქციები დაუწესა გასზადენის მშენდებლობაში ჩართულ კომპანიებს.

ვაშინგტონი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიასთან დამაკავშირებელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზრდის ევროპის ენერგეიტიკულ დამოკიდებულებას მოსკოვზე, რომელიც ენერგეტიკას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ბერლინი.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს 25 სექტემბერს მხარი დაუჭირა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პეტერ ალტმაიერმა.
17 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაზსადენის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

დღეისათვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მისაყვანად დარჩენილია 16 კილომეტრის მილსადენის მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერზე გერმანიის წყლებში და კიდევ 60 კილომეტრისა დანიის სექციაში.

XS
SM
MD
LG