Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა ლოიდ ოსტინის კანდიდატურა


ლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა ლოიდ ოსტინის კანდიდატურა. თუკი კონგრესი დაამტკიცებს გადამდგარი გენერლის კანდიდატურას, ის აშშ-ის ისტორიაში პენტაგონის პირველი არათეთრკანიანი ხელმძღვანელი იქნება.

კანონის თანახმად, თავდაცვის მინისტრი 7 წელი უნდა იყოს გადამდგარი, ამ პოსტზე რომ ჰქონდეს პრეტენზია. 67 წლის ოსტინი 2016 წელს გავიდა პენსიაზე. ეს ნიშნავს, რომ მას კონგრესის ორივე პალატის ნებართვა დასჭირდება. ადრე მსგავსი ნებართვა მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველმა თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა.

ოსტინი სათავეში ედგა შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ხელმძღვანელობას, რომელიც აკონტროლებდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ახლო აღმოსავლეთში.

ბაიდენის თქმით, ოსტინი არის „ადამიანი, რომელიც საჭიროა ამ მომენტში.“

ბაიდენის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ პენტაგონის ხელძღვანელად ახლახან გადამდგარი გენერლის დანიშვნა ცუდი სიგნალია.

XS
SM
MD
LG