Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პარლამენტი მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, გაიწვიოს საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან


აზერბაიჯანს პარლამენტმა მოუწოდა ამ ქვეყნის მთავრობას, მიმართოს ეუთოს ხელმძღვანელობას და გაიწვიონ საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან.

ამის შესახებ წერია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მიერ მიღებულ განცხადებაში, რომლის ავტორებით თვლიან, რომ „საფრანგეთი ბოლო დღეებში გამოვლენილი პოზიციით და განცხადებებით ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ ნეიტრალიტეტს“.

საფრანგეთის სენატმა 25 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია და მოუწოდა ქვეყნის მთავრობას, ცნოს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა.

„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის“ შესახებ რეზოლუციას სომხეთი და სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება მიესალმნენ.

რეზოლუციაში დაგმობილია აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების გზით განხორციელდა. იქვე გამოთქმულია მოწოდება, დაუყოვნებლივ დატოვოს აზერბაიჯანმა და მისმა მომხრეებმა ტერიტორია, რომელიც დაიკავეს 27 სექტემბრის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ.

საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა, აღმასრულებელი ხელისუფლება მათ ცნობად იღებს და არაა მოვალე შეასრულოს.

XS
SM
MD
LG