კორპორაცია Pfizer-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ დაასრულა კლინიკური გამოცდა კორონავირუსის ვაქცინისა, რომელიც კომპანია BioNTech-თან ერთად შექმნა. Pfizer-ის თანახმად, ის უახლოეს დღეებში გაუგზავნის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ვაქცინის რეგისტრაციის განაცხადებს.
შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის ეფექტიანობა ადრე გამოცხადებულ 90%-ზე უფრო მაღალია და 95% აღმოჩნდა.
როგორც აცხადებენ, 43 ათასზე მეტი მოხალისიდან, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში, კორონავირუსით დაავადდა 170 ადამიანი. ამასთან, ამ 170-დან მხოლოდ 8-ს ჰქონდა მიღებული ვაქცინა, დანარჩენებს კი პლაცებო გაუკეთდათ.
გარდა ამისა, Pfizer-ის ცნობით, მან შექმნა ვაქცინის შესანახი სპეციალური კონტეინერები. რეკომენდებულია, რომ მისი შენახვისას ტემპერატურა არ აღემატებოდეს მინუს 70°C-ს.