Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება 21 ნოემბერს


თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თქვა, მეორე ტური ჩატარდება 2020 წლის 21 ნოემბერს. 17 საარჩევნო ოლქში. გარდა ამისა, მეორე ტურში გაირკვევა ქუთაისის მერის ვინაობა.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მეორე ტურის ჩასატარებლად 8 612 000 ლარი გამოიყოფა.

დღეს, 13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცესკო-მ ოპოზიციური პარტიების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ისინი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

XS
SM
MD
LG