Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 1673 შემთხვევიდან 684 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა თბილისიდანაა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 912.

ქვეყანაში 511 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნურ სუნთქვაზე 208.

რეგიონების მიხდვით შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • თბილისში - 684;
  • აჭარაში - 351;
  • იმერეთში - 214;
  • ქვემო ქართლში - 75;
  • შიდა ქართლში - 98;
  • გურიაში - 41;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 86;
  • კახეთში - 52;
  • მცხეთა-მთიანეთში - 23;
  • სამცხე-ჯავახეთში - 33;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16.

ებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 38 936.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 881-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 22 691.

XS
SM
MD
LG